მუყაოს ყუთები სურსათის ტრანსპორტირებისთვის

სურსათის გადასაზიდი ყუთები მზადდება სერთიფიცირებული ნედლეულისგან, რომელიც განკუთვნილია სურსათთან შეხებაში მყოფი პროდუქტებისთვის. ყუთები განკუთვნილია როგორც მშრალი პროდუქტებისთვის, ისე მალფუჭებადი პროდუქტებისთვის, რომ შეინარჩუნოს მდგრადობა მაღალი ტენიანობის შემთხვევაშიც. 

მუყაოს ნესტგამძლე ღია ყუთები

ნესტგამძლე მუყაოს ღია ყუთები გამოიყენება კენკრის, ვაშლის და სხვა ხილ-ბოსტნეულის, რძის ნაწარმის, ხორცის, თევზის, გაყინული პროდუქტების და სხვა ისეთი სურსათის შესანახად და გადასატანად, რომელსაც ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ჭირდება.

ყუთები საკონდიტრო ნაწარმისთვის

აღნიშნული ყუთები მზადდება მასალისგან, რომელიც ვარგისია სურსათთან უშუალო კონტაქტისთვის, გამოიყენება როგორც პურის, ისე სწრაფი კვების პროდუქტების შესაფუთად – ხაჭაპური, ლობიანი, პიცა, ორცხობილა, შოკოლადი და სხვა.